პოლონეთის საჰაერო სივრცე "რუსული დრონის" მსგავსმა ობიექტებმა დაარღვია
პოლონეთის საჰაერო სივრცე "რუსული დრონის" მსგავსმა ობიექტებმა დაარღვია - პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს.
დახურულია აეროპორტები. რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე სავარაუდოდ უკრაინაზე თავდასხმის დროს დაარღვიეს, დრონები განადგურებულია თუმცა ვარშავამ, პოლონეთის და ნატო-ს თვითმფრინავები უკვე განალაგა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში ობიექტების ნეიტრალიზაციის მიზნით ოპერაცია დაიწყო.
„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად, დრონების ტიპის ობიექტებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს“, - აღნიშნულია სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.