ნატო-ს გენერალურ მდივანს პოლონეთში არსებული ვითარების შესახებ ვაცნობე - ტუსკი

10.09.25 10:13
ნატო-ს გენერალურ მდივანს პოლონეთში არსებული ვითარების შესახებ ვაცნობე - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს პოლონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ აცნობა და მუდმივ კონტაქტზე  რჩება მასთან.

ნატო-ს გენერალურ მდივანს ვაცნობე არსებული ვითარებისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც ჩვენი საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებით განხორციელდა, - წერს დონალდ ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ტუსკმა მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია.

არსებული ვითარების გამო დროებით დახურული იყო 4 აეროპორტი, მათ შორის ვარშავის შოპენის, ჟეშუვის, მოდლინისა და ლუბლინის აეროპორტები.