„პუტინი აფართოებს ომს და დასავლეთს სიმტკიცეზე ამოწმებს“ - სიბიგა პოლონეთში რუსული დრონების შეჭრაზე

10.09.25 10:23
„პუტინი აფართოებს ომს და დასავლეთს სიმტკიცეზე ამოწმებს“ - სიბიგა პოლონეთში რუსული დრონების შეჭრაზე

პოლონეთში, უკრაინაზე მასიური იერიშისას შეჭრილი რუსული დრონები ნათლად მიუთითებს, რომ რუსეთის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის, დაუსჯელობის განცდა კვლავ ძლიერდება, რადგან ის წინა დანაშაულებისთვის არასოდეს დასჯილა.

ამის შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ციტირებს.

პუტინი აგრძელებს ესკალაციას, აფართოებს ომს და დასავლეთს ამოწმებს სიმტკიცეზე. რაც უფრო დიდხანს არ იღებს ძალაზე პასუხს, მით უფრო აგრესიული ხდება. სუსტი პასუხი ახლა კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს რუსულ აგრესიას – და მაშინ რუსეთის რაკეტები და დრონები კიდევ უფრო შორს გაფრინდებიან ევროპაში, - თქვა სიბიგამ.

სიბიგას შეფასებით, აუცილებელია მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომელიც მეზობელ ქვეყნებს მისცემს უფლებას, გამოიყენონ თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინის ცაზე, მათ შორის ნატოს საზღვრებთან მიახლოებული რაკეტებისა და დრონების შესაჩერებლად.