ტრამპმა პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრაზე კომენტარი არ გააკეთა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ რუსეთის საბრძოლო დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.
ვაშინგტონში ამერიკელმა ლიდერმა ჟურნალისტების შეკითხვა, იცოდა თუ არა პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ რუსეთის უპილოტო აპარატებით, უბრალოდ დააიგნორა.
ამის ნაცვლად, ტრამპი ჟესტით მიესალმა პრესას და, რუსეთის შესახებ მიტანილი შეკითხვების დროს, დაცვის თანხლებით ავტომობილისკენ გაემართა.