Gen Z-ის პროტესტი - ნეპალში მასობრივი გამოსვლები გრძელდება, მთავრობა გარბის
კატმანდუს ქუჩებში მოქალაქეთა უწყვეტი ნაკადი კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ უკვე მესამე დღეა პროტესტს აგრძელებს. მასობრივი მღელვარების პირობებში ნეპალის მთავრობამ დაპირისპირებას ვეღარ გაუძლო და ქვეყნის დატოვება დაიწყო. აეროპორტებში მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების რიგებია.
თავდაპირველად ხელისუფლებამ ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების დაშლა ძალის გამოყენებით სცადა – დაპირისპირებისას 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თუმცა, მასშტაბურ პროტესტს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და საბოლოოდ ნეპალის ხელისუფლება იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. მედიაში ვრცელდება კადრები, როგორ გარბიან ვერტმფრენით მთავრობის წევრები ქვეყნიდან.
მასობრივი პროტესტებისა და დაპირისპირებების ფონზე კათმანდუს ქუჩებში წესრიგის აღსადგენად სამხედროები გამოვიდნენ. დაწესდა კომენდანტის საათიც.
ამ მთავრობამ იმედები გაგვიცრუა. არც ნეპალის ყოფილი პრემიერი და მისი მეუღლეც კი – არცერთი მათგანი არ ყოფილა ხალხისთვის სასარგებლო. სახლები იწვის და ახლა პარლამენტის შენობას ცეცხლი უკიდია. მაგრამ ეს პროტესტი მხოლოდ ამას არ ეხება. ჩვენ ვითხოვთ პირდაპირი წესით არჩეული პრემიერ-მინისტრის სისტემას. იგივე ძველი პოლიტიკოსები ირჩევიან პარლამენტში და ბრუნდებიან ხელისუფლებაში – ეს არასწორია. გუშინაც ახლოს სროლა ისმოდა. მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი 17 წლის სტუდენტი იყო, რომელსაც თავში ესროლეს. მთელი ღამე ვერ დავიძინე. ქაღალდზე ლოზუნგების წერა დავიწყეთ. აქ მშობლების ნებართვის გარეშე მოვედი,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
გადაწვეს პარლამენტის შენობა და პროტესტი სხვა ობიექტებზე გავრცელდა. 20 ადამიანი დაიღუპა. ამის გამო, თქვენ ხედავთ, როგორ წვავენ ახალი თაობის ახალგაზრდები პარლამენტის შენობას. ამის შემდეგ ისინი სინგა დურბარისკენ მიემართებიან. ახალგაზრდები ყველა კორუმპირებული ადამიანის სახლებში მივლენ. მათ გადაწყვიტეს, რომ მოპარული ფული დაიბრუნონ!, – აცხადებს კიდევ ერთი დემონსტრანტი.