მოსკოვი პოლონეთში რუსული დრონების შეტევას გამოეხმაურა

10.09.25 14:23
მოსკოვი პოლონეთში რუსული დრონების შეტევას გამოეხმაურა

მოსკოვში განაცხადეს, რომ პოლონეთმა არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ჩამოგდებული უპილოტოები რუსული წარმოშობის იყო. ამის შესახებ რუსეთის დროებითმა რწმუნებულმა პოლონეთში, ანდრეი ორდაშმა, რუსულ მედიასთან კომენტარისას განაცხადა - იუწყება Sky News.

მისივე თქმით, ინციდენტის შემდეგ ის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ეს რუსეთის პირველი ოფიციალური რეაქციაა ღამის განმავლობაში მომხდარ თავდასხმაზე.

მსგავსი სიახლეები