უკრაინის სადაზვერვო სპეცრაზმმა შავ ზღვაში რუსულ გემს დაარტყეს
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმმა 10 სექტემბერს შავ ზღვაში, ნოვოროსიისკის მახლობლად მდებარე წყლებში რუსულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც გემი მწყობრიდან გამოვიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დარტყმის მომენტში MPSV07-ის ტიპის მრავალფუნქციური გემი, რომლის ღირებულებაც 60 მილიონი დოლარია, ნოვოროსიისკის მახლობლად პატრულირებდა და რადიოელექტრონულ დაზვერვას ახორციელებდა.
„უკრაინული წარმოების დრონით ზუსტი დარტყმა განხორციელდა გემის მართვის ცენტრში, სადაც ნავიგაციისა და საკომუნიკაციო სისტემებია განთავსებული. დარტყმის შედეგად განადგურდა მტრის გემზე არსებული რადიოელექტრონული დაზვერვის აღჭურვილობა, თავად გემი მწყობრიდან გამოვიდა და ხანგრძლივი შეკეთება ესაჭიროება“, - აცხადებს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო.