ჩარლი კირკი, რომელსაც საჯარო გამოსვლისას ესროლეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა

11.09.25 11:25
ჩარლი კირკი, რომელსაც საჯარო გამოსვლისას ესროლეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი, რომელსაც საჯარო გამოსვლის დროს ესროლეს, გარდაიცვალა. ჩარლი კირკისს ტყვია ყელის არეში ჰქონდა მოხვედრილი. 

ტრაგიკული შემთხვევა აღბეჭდა კამერებმაც. კადრებში ჩანს, რომ კირკი მისი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ დებატებში იღებდა მონაწილეობას, რა დროსაც მოულოდნელად  დამიზნებით ესროლეს.

იუტაში მომხდარი სროლის გამო, თავდაპირველად პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა, თუმცა ვერც ერთის კავშირი სროლაშტან ვერ დაადგინეს. დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. კირკი დონალდ ტრამპის მოკავშირე იყო. ამერიკის პრეზიდენტმა აქტივისტის გარდაცვალებას ამერიკის ბნელი მომენტი უწოდა.

მსგავსი სიახლეები