ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუსს, 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

12.09.25 10:38
ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუსს, 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუსს, 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

70 წლის ბოლსონარუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაშია ბრალდებული, რომელიც არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაიგეგმა. გამოძიების ვერსიით, შეთქმულებაში რვა პირი მონაწილეობდა, მათ შორის - ყოფილი თავდაცვის მინისტრი და დაზვერვის სამსახურის ექს-ხელმძღვანელი.

გამოძიების განცხადებით, შეთქმულების ორგანიზატორებს სამხედროების მხარდაჭერა არ ჰქონდათ, რის გამოც გეგმა ჩაიშალა. ბოლსონარუსის ადვოკატები განაჩენს „აბსურდულს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ მას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ.