Politico: ტრამპი ბოლოს და ბოლოს მზად არის, რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს
Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირის სპეციალური ჯგუფი ვაშინგტონში ჩაფრინდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და ენერგორესურსებზე შეზღუდვების განსახილველად. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ტრამპი როგორც იქნა, მათ პოზიციას იზიარებს.
„ტრამპი ბოლოს და ბოლოს ჩვენს მხარესაა. ახლა საკითხავია, როგორ შევაჯეროთ ორი განსხვავებული მიდგომა“, - აღნიშნა მან.
გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპი ევროპელებთან შეთანხმდა წნეხის აუცილებლობაზე, თუმცა განსხვავებული ხედვები აქვთ: ტრამპი მოითხოვს სავაჭრო ბაჟების გამოყენებას, ევროკავშირი კი ახალ, 19-ე სანქციების პაკეტს ამზადებს კომპანიებისა და ბანკების წინააღმდეგ.
დიპლომატების თქმით, აუცილებელია ერთიანი ფრონტით მოქმედება, რათა რუსეთის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიადგეს.