Reuters: კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იტყობინება, მიწისძვრის ბიძგები 39.5 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა და ცუნამის საფრთხე არ არსებობს.