ნეპალის მთავრობას პირველი ქალი მეთაური ჰყავს

13.09.25 10:20
ნეპალის მთავრობას პირველი ქალი მეთაური ჰყავს

ნეპალის მთავრობას პირველი ქალი მეთაური ჰყავს - პრემიერი მინისტრის პოსტზე უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯომარე სუშილა კარკი დაინიშნა. 

ყოფილი მოსამართლე ამ თანამდებობაზეე კონსესუსის შედეგადდდ აირჩიეს. ამ პროცესში ქვეყნის პრეზიდენტი, სამხედროები და საპროტესტო მოძრაობა „თაობა Z" იღებდნენ მონაწილეობას.

სუშილა კარკი მთავრობას ახალ არჩევნებამდე უხელმძღვანელებს, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. 

უკვე კვირებიაა ნეპალში პროტესტი არ წყდება.  კორუფციაში მხილებული მთავრობის ჩამოსაშორებლად ქუჩებში  იყო შეტაკებებიც, მთავრობის ნაწილი კი გაიქცა. ბოლო ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებების შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაშავდა.

ნეპალში საპროტესტო მუხტი მას შემდეგ აგორდა, რაც მთავრობამ სოციალური ქსელების გამოყენებაზე, ახალი შეზღუდვები დააწესა.