ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში, ოდესაში ჩავიდა - ამის შესახებ დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.
პარლამენტის წევრმა თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ბრიტანეთის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელთან ერთად მანქანაშია გადაღებული. გონჩარენკო აღნიშნავს, რომ ჯონსონი ოდესაში პირველად იმყოფება და ახლა ისინი ქალაქის დათვალიერებას აპირებენ.
„ ბორის ჯონსონი ოდესაშია! მიხარია თქვენი გაცნობა! და ასევე მიხარია, რომ ისევ აქ ვხედავ ჩემს დიდ მეგობარს, ლორდ აშკროფტს!“, - აცხადებს რადას დეპუტატი.