ზელენსკი: პუტინისთვის უკრაინის მიწის გადაცემა, იმისთვის რომ მან ომი შეაჩეროს - არ მოხდება! ეს პაუზაა, როგორც 2008 წლის შემდეგ საქართველოში
"პუტინისთვის უკრაინის მიწის რომელიმე ნაწილის გადაცემა, იმისთვის რომ მან ომი შეაჩეროს - არ მოხდება, რადგან ეს არ არის საკითხის გადაწყვეტა, ეს პაუზაა, როგორც 2008 წლის შემდეგ საქართველოში, როგორც 2014 წლის შემდეგ ყირიმსა და დონეცკში", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იალტის ევროპული სტრატეგიის ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას სჭირედება გარანტირებული ომის დასრულება.
ჩვენ გვჭირდება გარანტირებული ომის დასრულება, გარანტირებული უსაფრთხოება ჩვენთვის, უკრაინისთვის, უკრაინელი ბავშვებისთვის. ჩვენ გვჭირდება გარანტირებული პასუხისმგებლობა რუსეთისთვის, იმის გამო რაც ჩაიდინა უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინელების წინააღმდეგ, უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.