რუსეთში რკინიგზა ააფეთქეს - დაღუპულია ორი რუსი სახმედრო

14.09.25 10:44
რუსეთში რკინიგზა ააფეთქეს - დაღუპულია ორი რუსი სახმედრო

რუსეთის ფედერაციის ორლოვის ოლქის ტერიტორიაზე უცნობებმა რკინიგზა ააფეთქეს. ამის შესახებ Astra წერს. გამოცემა იუწყება, რომ ლიანდაგებზე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი კლიჩკოვმა. მისივე თქმით, შეფერხდა რამდენიმე მატარებლის მოძრაობა.

შემდეგ გახდა ცნობილი, რომ აფეთქების შედეგად ორი რუსი სამხედრო იქნა ლიკვიდირებული, ხოლო კიდევ ერთი მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ინფორმაცია კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჰინშტეინმა გაავრცელა.

შორ მანძილზე მიმავალი მატარებლების გადაადგილება ორლოვის ოლქის მონაკვეთზე ალტერნატიულ მარშრუტზე გადაამისამართეს.