რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონების სამიზნე გახდა

14.09.25 10:50
რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონების სამიზნე გახდა

უპილოტოებმა დარტყმა მიიტანეს კირიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ლენინგრადის ოლქში.

ლენინგრადის ოლქის ხელისუფლებამ დაადასტურა თავდასხმა ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს ინფორმაციით, კირიშის ქალაქის მიმდებარედ სამი უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს.

დროზდენკოს თქმით, ჩამოვარდნილი დრონების ნამსხვრევების შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უდიდეს საწარმოდ ითვლება, რომლის წლიური სიმძლავრე დაახლოებით 21 მილიონ ტონას შეადგენს.

გარდა ამისა, ლენინგრადის ოლქში ლიანდაგებიდან გადავიდა სატვირთო მატარებელი. ავარია ლუჟის რაიონში, სტროგანოვო-მშინსკაიას მონაკვეთზე მოხდა. დროსდენკოს დეტალიზებით, ლიანდაგებიდან გადავიდა თბომავალი და 15 ცარიელი ცისტერნა. ავარიის გამო სრულად შეწყდა მატარებლების მოძრაობა ამ მიმართულებით და 10 ელექტრომატარებელი შეფერხდა.

დროზდენკოს თქმით, გამომძიებლები დივერსიის ვერსიას განიხილავენ, ხოლო შემთხვევის ადგილზე გამნამღმევლთა ჯგუფები მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები