„გააგზავნეთ ისინი სახლში“ - ლონდონში მიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა
ლონდონის ცენტრში მიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა - აქციაში 100 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
მეტროპოლიტენის პოლიციის ცნობით, მიგრანტების მოწინააღმდეგე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას „გააერთიანე სამეფო“ დაახლოებით 110 000 მონაწილე ჰყავდა.
დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს აკრიტიკებდნენ და სკანდირებდნენ ლოზუნგებს, ხელში კი ეჭირათ პლაკატები, მათ შორის წარწერით: „გააგზავნეთ ისინი სახლში“.
პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ძალადობრივ ქმედებებსაც მიმართავდნენ - სამართალდამცველებს ურტყამდნენ ფეხებსა და მუშტებს, ესროდნენ სხვადასხვა ნივთებს. შედეგად, 26 პოლიციელი დაშავდა, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია.
სამართალდამცავებმა 25 ადამიანი დააკავეს, თუმცა პოლიციის განცხადებით, ეს „მხოლოდ დასაწყისია“.
„ჩვენ ვადგენთ არეულობაში მონაწილე პირების ვინაობას და ისინი მომდევნო დღეებსა და კვირებში პოლიციის მკაცრ ზომებს უნდა ელოდონ,“ — განაცხადა კომისრის თანაშემწემ მეთ ტვისტმა.