"ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ" - ტრამპმა ისევ აღიარა, რომ უკრაინაში ომის დასრულება "რთული ყოფილა"

15.09.25 10:28
"ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ" - ტრამპმა ისევ აღიარა, რომ უკრაინაში ომის დასრულება "რთული ყოფილა"

დონალდ ტრამპმა ისევ აღიარა, რომ უკრაინაში ომის დასრულება "რთული ყოფილა" - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა 14 სექტემბერს, უქმე დღეების შემდეგ ნიუ-ჯერსიდან ვაშინგტონში დაბრუნებამდე განუცხადა.

მას ეჭვი ეპარება, რომ უკრაინის და რუსეთის ლიდერებს შორის პირდაპირი მოლაპარაკება შესაძლებელია და მიზეზად იმას ასახელებს, რომ "ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმირ პუტინს ერთმანეთი სძულთ".

„ზელენსკის და პუტინს შორის სიძულვილი ძალიან დიდია. მათ ერთმანეთი ისე სძულთ, რომ სუნთქვა არ შეუძლიათ. მათ ერთმანეთი ისე სძულთ, რომ თითქმის ვერ საუბრობენ. ისინი ერთმანეთთან საუბარს ვერ ახერხებენ“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა შემდეგი ნაბიჯი სამმხრივი სამიტი იყოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს.

„მოლაპარაკებები იქნება – სამიტს უწოდებთ თუ უბრალოდ შეხვედრას, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ალბათ, მე მომიწევს ჩართვა. მათ ერთმანეთი იმდენად სძულთ, რომ თითქმის ვერ საუბრობენ, მათ არ შეუძლიათ საუბარი”, – აღნიშნა ტრამპმა.

14 სექტემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისევ გააკრიტიკა ევროპელები, რომლებიც ტრამპის განცხადებით, მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ.

ევროპელებს რუსეთის მიმართ საკმარისად მკაცრი პოზიცია არ აქვთ და რომ ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის შემდგომი სანქციები დამოკიდებულია იმაზე, გაამკაცრებს თუ არა ევროპა საკუთარ შეზღუდვებს და შეწყვეტს თუ არა რუსული ენერგორესურსების შეძენას.

კითხვაზე, დაუწესებს თუ არა ნატო რუსეთს სანქციებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ალიანსი და ევროპა „თავის საქმეს არ ასრულებენ“.

„ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი ნავთობს რუსეთიდან ყიდულობენ. ამიტომ, არ შეიძლება ველოდოთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთადერთები, ვინც, სრული დატვირთვით მუშაობს. ევროპა ნავთობს რუსეთიდან ყიდულობს. მე არ მინდა, რომ მათ ნავთობი იყიდონ. სანქციები, რომლებსაც ისინი აწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის. მზად ვარ სანქციების დასაწესებლად, მაგრამ მათ მოუწევთ თავიანთი სანქციების გამკაცრება იმის შესაბამისად, რასაც მე ვაკეთებ. განვმარტავ, რომ წინ ვერ წახვალ, სანამ ისინი არ წავლენ წინ. კარგი, მე მზად ვარ წინ წასასვლელად, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, რომ ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ ახლა საუბრობენ და არ მოქმედებენ. ისინი ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ. ჩვენ არ ვყიდულობთ ნავთობს რუსეთისგან. ისინი დიდი რაოდენობით ნავთობს ყიდულობენ რუსეთისგან“, - აღნიშნა ტრამპმა.