უკრაინელები დასავლეთს ასწავლიან, როგორ დაუპირისპირდეს რუსეთს და არა პირიქით - სიკორსკი

15.09.25 10:45
უკრაინელები დასავლეთს ასწავლიან, როგორ დაუპირისპირდეს რუსეთს და არა პირიქით - სიკორსკი

უკრაინელები დასავლეთს ასწავლიან, როგორ დაუპირისპირდეს რუსეთს და არა პირიქით  - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პოლონური დრონების საწინააღმდეგო ჯგუფები უკრაინელ ოპერატორებთან ტრენინგს გაივლიან, რათა თავი დაიცვან მომავალი თავდასხმებისგან.

მისივე განმარტებით, პოლონური ჯგუფების ტრენინგი პოლონეთში, ნატო-ს სასწავლო ცენტრში ჩატარდება, სადაც უფრო უსაფრთხო გარემოა, ვიდრე უკრაინაში ჩატარების შემთხვევაში იქნება.

„უკრაინელებს რუსული დრონების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკეთესი აღჭურვილობა აქვთ და მათ რუსული არმიის წინააღმდეგობის გაცილებით ღრმა და განახლებული გამოცდილება აქვთ. ეს არის ის, რაც საზოგადოებამ და დასავლეთის მთავრობებმა სასწრაფოდ უნდა გაითვალისწინონ: რომ სწორედ უკრაინელები გვასწავლიან, თუ როგორ დავუპირისპირდეთ რუსეთს და არა პირიქით“, - აღნიშნა სიკორსკიმ.