ოკუპანტებმა კარამატორსკში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს - არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა 15 სექტემბრის ღამეს კრამატორსკში მრავალბინიან სახლები დაბომბეს. დაზიანებულია ფასადები, ჩალეწილია ფანჯრები და დაზიანდა კომუნიკაციები. დაჭრილია 9 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარები იუწყებიან.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთი განზრახ ანგრევს დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებს და იყენებს შეურჩეველ იარაღს, რის შედეგადაც ათობით ოჯახი უსახლკაროდ რჩება.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში მძიმე ვითარებაა: მირნოგრადში დაიღუპა ერთი ადამიანი, ლიმანში ოთხი დაიჭრა, სლავიანსკში დაზიანდა ხუთი მრავალბინიანი და ორი სახლი. კრამატორსკში დაშავდა ექვსი ადამიანი და დაზიანდა 12 საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობა. კონსტანტინოვკაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა, დაზიანდა 15 მრავალბინიანი და რამდენიმე ობიექტი.
გარდა ამისა, ჩერნიგოვის ოლქის ნეჟინის რაიონში რუსებმა მიზანმიმართულად დაარტყეს მეხანძრეებს, რომლებიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ. დაშავდა 4 მაშველი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.