უკრაინული დრონების იერიშმა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობქარხნის მუშაობა გააჩერა

16.09.25 10:46
უკრაინული დრონების იერიშმა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობქარხნის მუშაობა გააჩერა

რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ „კინეფმა“ უკრაინული დრონების იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

ქარხანა, რომელიც „სურგუტნეფტეგაზს“ ეკუთვნის და წელიწადში 20 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ამუშავებს, 14 სექტემბერს დაზიანდა. შეტევის შედეგად განადგურდა საწარმოს ძირითადი დანადგარი, რომელიც მისი სიმძლავრის თითქმის 40%-ს უზრუნველყოფს. აღდგენას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

უკრაინამ დარტყმა დაადასტურა. კიევის განცხადებით, რუსეთში სამხედრო და ენერგეტიკული ობიექტები არის კანონიერ სამიზნედ გამოცხადებული, რადგან ისინი ომის ბიუჯეტს ავსებენ.

მსგავსი სიახლეები