ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა - გაერო-ს საგამოძიებო კომისია

16.09.25 13:38
ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა - გაერო-ს საგამოძიებო კომისია

გაერო-ს საგამოძიებო კომისიის დასკვნის თანახმად, ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა.

 საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, ნავი პილაიმ განაცხადა, რომ  სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა უმაღლესი დონის ისრაელის ოფიციალურ პირებს ეკისრებათ.

მისი თქმით, კომისიამ ღაზაში გენოციდის შესახებ 16 000-ზე მეტი მტკიცებულება შეაგროვა.

ღაზაში გენოციდი მიმდინარეობს. სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა უმაღლესი დონის ისრაელის ოფიციალურ პირებს ეკისრებათ, რომლებიც თითქმის ორი წელია ღაზაში გენოციდს ახორციელებენ, კონკრეტული მოტივით, რომ ღაზაში პალესტინელები გაანადგურონ“, - განაცხადა საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, ნავი პილაიმ.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-ს საგამოძიებო კომისიის დასკვნა უარყო და აღნიშნა, რომ ის „ჰამასის“ ტყუილებზეა დაფუძნებული.

 

მსგავსი სიახლეები