უკრაინამ სარატოვში მდებარე „როსნეფტის“ ქარხანას დაარტყა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგებაზე მომუშავე სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა.
„ობიექტის რაიონში დაფიქსირდა აფეთქებები და ხანძარი. ზარალის შედეგები ზუსტდება,“ - განაცხადა გენშტაბმა.
სარატოვის ოლქის ხელისუფლება ღამით იუწყებოდა რეგიონში დრონებით თავდასხმის საფრთხის შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე 18 უკრაინული უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. როსავიაციამ ღამით სარატოვის აეროპორტის მუშაობა შეზღუდა.
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „როსნეფტის“ საწარმო სარატოვში მდებარეობს. გენერალური შტაბის მონაცემებით, 2023 წელს გადამუშავების მოცულობა 4,8 მილიონ ტონას შეადგენდა.