უკრაინის დაზვერვის სპეციალური ოპერაცია - აფეთქებები ვლადივოსტოკთან და მოკლული რუსი სამხედროები

16.09.25 14:08
უკრაინის დაზვერვის სპეციალური ოპერაცია - აფეთქებები ვლადივოსტოკთან და მოკლული რუსი სამხედროები

სპეციალური ოპერაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვლადივოსტოკთან ახლოს უკრაინელმა დივერსანტებმა რუსული 155-ე ბრიგადის სამხედროები მოკლეს, რომლებსაც სამხედრო დანაშაულებთან კავშირი ჰქონდათ. 

ოპერაცია თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) ჩაატარა.

შიტოვაიასთან მდებარე სამხედრო ნაწილთან, სადაც სადესანტო მოიერიშე ბრიგადაა დისლოცირებული, აფეთქებები იყო - არიან დაღუპულები და დაჭრილები, რაოდენობა ზუსტდება.

როგორც მედია წერს, სოფელ შჩიტოვას შესასვლელთან ადმინისტრაციული შენობებისა და ავტოსადგომების მიმდებარე ტერიტორია ალყაში იყო მოქცეული.

რუსული 155-ე ბრიგადა გამოირჩეოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით და უკრაინელი პატიმრების სიკვდილით დასჯით.

მსგავსი სიახლეები