IAEA-მ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად საარტილერიო ცეცხლი და შავი კვამლი დააფიქსირა

17.09.25 10:16
IAEA-მ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად საარტილერიო ცეცხლი და შავი კვამლი დააფიქსირა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ექსპერტებმა, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაციის მონიტორინგისთვის იმყოფებიან, სადგურის მახლობლად დააფიქსირეს საარტილერიო ცეცხლი და შავი კვამლი დააფიქსირეს- ამის შესახებ ორგანიზაციის განაცხადებაშია აღნიშნული.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გუნდს აცნობეს, რომ რამდენიმე საარტილერიო ჭურვი მოხვდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის გარეთ მდებარე ტერიტორიას, რომელიც სადგურის გარე დიზელის საწვავის შესანახი ობიექტიდან, დაახლოებით, 400 მეტრში მდებარეობს. 

ინსპექტორებმა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო ვერ შეძლეს ინციდენტის რაიონის დათვალიერება და ამას დღეს, 17 სექტემბერსაც შეეცდებიან.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის ან აღჭურვილობის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა, ინციდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მუდმივ საფრთხეებს, რაც ბირთვულ უსაფრთხოებას და დაცვას ემუქრება.

ფოტო-არქივი

 

მსგავსი სიახლეები