ფონ დერ ლაიენი: კარგი საუბარი მქონდა ტრამპთან, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს მალე წარადგენს

17.09.25 10:17
ფონ დერ ლაიენი: კარგი საუბარი მქონდა ტრამპთან, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს მალე წარადგენს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე დაწერა, რომ კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მისი თქმით, მალე წარადგენს სანქციების მე-19 პაკეტს, რომელიც მიზანში ამოიღებს კრიპტოსექტორს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ენერგეტიკას.

„რუსეთის ომის ეკონომიკა, რომელიც წიაღისეული საწვავის შემოსავლებით ინარჩუნებს სიცოცხლეს, უკრაინაში სისხლისღვრას აფინანსებს. ამიტომ ევროკომისია შესთავაზებს რუსული საწვავის იმპორტის სწრაფად შეწყვეტას,“ – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი სიახლეები