სლოვაკეთში რობერტ ფიცოს პრორუსული კურსის წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტი გაიმართა
სლოვაკეთში რობერტ ფიცოს ეკონომიკური და პრორუსული კურსის წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტი გაიმართა.
ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგები ერთდროულად 16 ქალაქში ჩატარდა. პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია ფიცოს ჩინეთში ვიზიტმა, სადაც ის მესამედ შეხვდა ვლადიმირ პუტინს.
მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ მთავრობის მიერ დამტკიცებულ მკაცრ ეკონომიკის ზომებს.