კიევში ევროპარლამენტის მუდმივი წარმომადგენლობა გაიხსნება
კიევში ევროპარლამენტის მუდმივი წარმომადგენლობა გაიხსნება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვხსნით ევროპარლამენტის მუდმივ წარმომადგენლობას აქ, კიევში, რათა ვიყოთ უკრაინაში და ვიმუშაოთ თქვენთან ერთად ყოველდღიურად“, - აღნიშნა მეცოლამ.
მისი თქმით, ევროპას, ისევე როგორც უკრაინას, ყოველთვის სურდა მშვიდობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ნამდვილი მშვიდობა.
„ამიტომ, ჩვენ კვლავაც ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროპა რუსეთზე ზეწოლას აგრძელებს და მის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის მიღებას გეგმავს.