ტრამპმა ნეთანიაჰუ 29 სექტემბერს თეთრ სახლში შეხვედრაზე მიიწვია

17.09.25 23:32
ტრამპმა ნეთანიაჰუ 29 სექტემბერს თეთრ სახლში შეხვედრაზე მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ თვის ბოლოს თეთრ სახლში შეხვედრაზე მიიწვია. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ, სამშაბათს, იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ვიზიტი 29 სექტემბერს შედგება, ნეთანიაჰუს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაგეგმილი გამოსვლიდან სამი დღის შემდეგ.

ისრაელის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ტრამპის მიწვევა, ორშაბათს, სატელეფონო საუბრის დროს მიიღო. მანვე განაცხადა, რომ მან ტრამპთან, 9 სექტემბერს, კატარში, ჰამასის ლიდერებზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ რამდენიმე საუბარი გამართა და ყველა მათგანი "კარგი" იყო.

ნეთანიაჰუმ შეხვედრის შესახებ ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას შემდეგ, რაც მან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ერთი დღით ადრე ნათქვამის გამო, რომ ქვეყანას სულ უფრო დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო. ასევე, პრესკონფერენციის დროს ისრაელის პრემიერმინისტრმა ჰამასი გააფრთხილა, რომ ღაზას ქალაქში სამხედრო მოქმედებების დროს, მძევლები არ დააზიანონ. 

ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ ეს ლიდერების მეოთხე შეხვედრა იქნება თეთრ სახლში. 

მსგავსი სიახლეები