პენსილვანიაში შეიარაღებულმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა სამი პოლიციელი

18.09.25 10:36
პენსილვანიაში შეიარაღებულმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა სამი პოლიციელი

ამერიკის შტატ პენსილვანიაში შეიარაღებულმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

შტატის პოლიციის კომისრის, პოლკოვნიკი კრისტოფერ პარიზის თქმით, სროლა სამხრეთ-აღმოსავლეთ პენსილვანიაში, იორკის ოლქში მოხდა, როდესაც პოლიციელები, ერთ-ერთ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ.

შეიარაღებული პირი პოლიციის მიერ გახსნილი საპასუხო ცეცხლის შედეგად გარდაიცვალა. მისი ვინაობა, ამ დრომდე არ გახმაურებულა.

მსგავსი სიახლეები