პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

18.09.25 10:40
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში კიევში ჩავიდა.

მაღალჩინოსანი უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. 

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს შეხვდება.

„მინისტრი სამხედრო თანამშრომლობის, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებისა და რუსული აგრესიის კონტექსტში უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხებს განიხილავს“, - ნათქვამია პოლონეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები