უკრაინელი სამხედროები, დონეცკის მიმართულებით, კონტრშეტევაზე გადავიდნენ - ზელენსკი
უკრაინელი სამხედროები, დონეცკის მიმართულებით, კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მებრძოლებს წინსვლა აქვთ პოკროვსკისა და დობროპილიას რაიონებშიც.
ფრონტზე უკრაინულ პოზიციებს ვოლოდიმირ ზელენსკი სტუმრობდა. ეს ინფრომაციაც მასზე დაყრდნობით გავრცელდა.
უკრაინის პრეზიდენტიი ამბობს, რომ უკვე თავისუფალია შვიდი დასახლება. გაიზარდა ტყვეობაში მყოფი რუსი სამხედროებიც რიცხვიც.
ფაქტობრივად, ჩვენი ძალები ართმევენ ოკუპანტს (რუსეთს) შესაძლებლობას განახორციელოს სრულმასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია, რომელსაც ისინი დიდი ხანია გეგმავდნენ და ეყრდნობოდნენ, - განაცადა ზელენსკიმ.