რუსული თვითმფრინავების გამო, ესტონეთმა NATO-ს მე-4 მუხლის კონსულტაციების მოთხოვნა გადაწყვიტა - ესტონეთის პრემიერი

19.09.25 22:46
რუსული თვითმფრინავების გამო, ესტონეთმა NATO-ს მე-4 მუხლის კონსულტაციების მოთხოვნა გადაწყვიტა - ესტონეთის პრემიერი

"ესტონეთის მთავრობამ NATO-ს მე-4 მუხლის კონსულტაციების მოთხოვნა გადაწყვიტა" - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრი, კრისტენ მიჰაუ სოციალურ ქსელში წერს

მისი ინფორმაციით, დღეს, დილით ესტონეთის საჰაერო სივრცეში 3 რუსული Mig-31 ტიპის გამანადგურებელი შევიდა. NATO-ს გამანადგურებლების რეაგირების შემდეგ რუსული თვითმფრინავები იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ.

დღეს დილით, 3 რუსული Mig-31 ტიპის გამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.

NATO-ს გამანადგურებლებმა რეაგირება მოახდინეს და რუსული თვითმფრინავები იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ.

მსგავსი დარღვევები სრულიად მიუღებელია. ესტონეთის მთავრობამ NATO-ს მე-4 მუხლის კონსულტაციების მოთხოვნა გადაწყვიტა," - წერს კრისტენ მიჰაუ.

მსგავსი სიახლეები