ცნობილია, როდის შეხვდება ტრამპი ერდოღანს თეთრ სახლში
ცნობილია, როდის შეხვდება დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თეთრ სახლში - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, აუდიენცია თურქეთის პრეზიდენტთან 25 სექტემბერს შედგება.
ტრამპის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროში შეთანხმებების საკითხზე მუშაობს.
„მათ შორის, ვმუშაობთ Boeing-ის თვითმფრინავების შესყიდვის საკითხზე, F-16-ების შესახებ შეთანხმების საკითსა და F-35-ის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ წარმატებით დასრულდება“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.