უკრაინამ სარატოვისა და სამარის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა

20.09.25 14:42
უკრაინამ სარატოვისა და სამარის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, სამხედრო ძალებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამარის ოლქში მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.

უკრაინული მედიის ინფომაციით, უკრაინული ძალების დარტყმების შედეგად რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ტერიტორიაზე ძლიერი ხანძრები გაჩნდა.

ამასთან, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა სამარაში მაგისტრალური სატრანსპორტო ობიექტი დააზიანეს, რომელსაც სხვადასხვა საბადოდან მოპოვებული ნავთობი გადააქვს.

მსგავსი სიახლეები