აშშ-ის სამხედრო ძალებმა დაარტყეს გემს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა - დაღუპულია 3 "ნარკოტერორისტი"

20.09.25 16:21
აშშ-ის სამხედრო ძალებმა დაარტყეს გემს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა - დაღუპულია 3 "ნარკოტერორისტი"

BBC-ი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე დაყრდნობით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა გემს დაარტყეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა - დაღუპულია 3 ადამიანი (ნარკოტერორისტი).

როგორც ტრამპმა განაცხადა, დარტყმა მისი ბრძანებით განხორციელდა. 

„ჩემი ბრძანებით, ომის მდივანმა ლეტალური კინეტიკური დარტყმა განახორციელა ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ გემზე, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა აშშ-ის სამხრეთ სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში.

დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემს ამერიკელების მოსაწამლად უკანონო ნარკოტიკები გადაჰქონდა. დარტყმის შედეგად ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის ძალების მიერ განხორციელებული მესამე დარტყმა იყო. სულ, დარტყმების შედეგად, გემებზე მყოფი 17 ადამიანი დაიღუპა. 

მსგავსი სიახლეები