რუსეთმა უკრაინაზე მასირებული შეტევა მიიტანა - თავის მხრივ უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს შეუტია
ღამით რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასირებული იერიში განახორციელა.
- დნეპროპეტროვსკის ოლქი ყველაზე მეტად დაზარალდა: „შაჰედების“ და რაკეტების შეტევის შედეგად პავლოგრადში საწარმო დაზიანდა.
- კიევის ოლქში სამი რაიონი დაიბომბა - დაზიანდა სახლები, ავტოფარეხები და ავტომობილები.
- ნიკოლაევის ოლქში ბალისტიკური რაკეტები და დამრტყმელი დრონები სამრეწველო ინფრასტრუქტურას დაესხა თავს.
ამავე ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს შეუტიეს. დარტყმა განხორციელდა სარატოვის ოლქის ერთ საწარმოზე და ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სამარის ოლქში.