ბაგრამის საკითხზე თალიბანი ტრამპს პასუხობს: "საჭიროა რეალიზმი და რაციონალურობა“

21.09.25 19:55
ბაგრამის საკითხზე თალიბანი ტრამპს პასუხობს: "საჭიროა რეალიზმი და რაციონალურობა“

ბაგრამის საკითხზე თალიბანი ტრამპს პასუხობს. მათი განცხადებით, ყველა ორმხრივ მოლაპარაკებაზე ხაზგასმულია, რომ ავღანეთის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უმთავრესია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოჰას შეთანხმების თანახმად, აშშ ვალდებულია, არ გამოიყენოს ძალა ავღანეთის წინააღმდეგ და არ ჩაერიოს მის შიდა საქმეებში.

„საჭიროა რეალიზმისა და რაციონალურობის პოლიტიკის გატარება და წარსული წარუმატებელი მიდგომების გამეორების თავიდან აცილება,“ – აცხადებს „თალიბანი“.

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ცუდი რაღაცები“ მოხდება, თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას ამერიკას არ დაუბრუნებს.