ჩარლი კირკის დაკრძალვის ცერემონიას ათიათასობით ადამიანი დაესწრო
ჩარლი კირკის დაკრძალვის ცერემონიას ათიათასობით ადამიანი ესწრებოდა. არიზონაში ჩამოვიდა შეერთებული შტატების პრეზიდენტიც, რომელმაც შეკრებილებს ტყვიაგაუმტარი მინით დაცული ტრიბუნიდან მიმართა.
დონალდ ტრამპმა უნივერსიტეტში მოკლული კონსერვატორი ბლოგერი და აქტივისტი „ამერიკის თავისუფლებისთვის წამებულად“ მოიხსენია.
ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა კირკის მეუღლეც. მან ოფიციალურად გადაიბარა მოკლული ქმრის საქმე და კონსერვატიულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. ერიკა კირკის განცხადებით, ის პატიობს მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს - 22 წლის ტაილერ რობინსონს, რომელსაც კონსერვატორი აქტივისტი განსხვავებული შეხედულებების გამო აქვს მოკლული.