ყირიმში აფეთქებები იყო - დარტყმა სანატორუმ "ფოროსზე" განხორციელდა
ოკუპირებულ ყირიმში, 21 სექტემბერს, რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. რუსი ოკუპანტების ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა ფოროსში მდებარე ტერლეცკის პანსიონატზე, სანატორიუმ „ფოროსზე“, ასევე ერთ-ერთ სოფელში მდებარე სკოლის შენობაზე. იალტის მახლობლად კი, ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების შედეგად, ბალახი დაიწვა.
„ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა“ სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ დრონების შეტევის შედეგად არიან დაღუპულები და დაახლოებით 15 დაშავებული. მისი თქმით, ინფორმაცია დაღუპულთა ზუსტ რაოდენობაზე ჯერ კიდევ იკრიბება. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.
რუსულ მედიაში წერენ, რომ ერთ-ერთი დარტყმა განხორციელდა ФСБ-ის ელიტურ აგარაკზე, სადაც არაერთხელ ისვენებდა ვლადიმერ პუტინი. მონიტორინგის წყაროები კი იუწყებიან, რომ დაზიანდა „სამთავრობო შენობაც“.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ფოროსის“ სანატორიუმის რესტორანი დაკეტილი იყო სპეციალური მომსახურების გამო. რუსული წყაროების თანახმად, იქ იმყოფებოდნენ „მნიშვნელოვანი სტუმრები“. დარტყმა ობიექტზე განხორციელდა მოსკოვის დროით დაახლოებით 19:30 საათზე.