კიბერთავდასხმის გამო, ბრიუსელის აეროპორტმა დღეს რეისების ნაწილი გააუქმა

22.09.25 10:17
კიბერთავდასხმის გამო, ბრიუსელის აეროპორტმა დღეს რეისების ნაწილი გააუქმა

Reuters-ის ინფორმაციით, კიბერთავდასხმის გამო, ბრიუსელის აეროპორტმა რეისების ნაწილი გააუქმა.

რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემების პროვაიდერმა Collins Aerospace-მა, რომელზედაც კიბერშეტევა განხორციელდა, დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მუშაობს დაზარალებულ აეროპორტებთან და სრული ფუნქციონირების აღსადგენად საჭირო განახლებების დასრულების საბოლოო ეტაპზეა.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელის აეროპორტმა კვირას დაგეგმილი 257 რეისიდან 50 გააუქმა, შაბათს კი - 234 გამავალი რეისიდან 25.

ცნობისთვის, პარასკევს, ჰაკერებმა RTX-ის (RTX.N) საკუთრებაში არსებული რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემების პროვაიდერი Collins Aerospace-ზე თავდასხმა განახორციელეს, რამაც ლონდონის ჰითროუს, ბერლინის აეროპორტსა და ბრიუსელის აეროპორტში ოპერაციები შეაფერხა.