„ჯენ-ზის“ რევოლუცია ნეპალის შემდეგ ფილიპინებშიც იწყება
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტების უმეტესობა სტუდენტებია, რომლებიც კორუფციასა და სიღარიბეს აპროტესტებენ.
მათ საპროტესტო აქციებზე საბურავები დაწვეს, პოლიციას კი ქვები და ბოთლები ესროლეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები ჩინოვნიკების მდიდრულ ცხოვრებას ხმარდება, მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღატაკებულია.