უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსულ ამფიბიებს “ბე-12“-ს პირველად დაარტყეს

22.09.25 12:29
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსულ ამფიბიებს “ბე-12“-ს პირველად დაარტყეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვა ირწმუნება, რომ რუსეთის არმიის “ბე-12 ჩაიკას“ ტიპის თვითმფრინავ ამფიბიებს პირველად დაარტყეს. ეს თვითმფრინავები წყალქვეშა ნავებთან საბრძოლველად გამოიყენება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 22 სექტემბერს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური ქვედანაყოფის, „მოჩვენებების“ „ოსტატებმა“ დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე „დაიჭირეს“ ორი ბე-12 და ისტორიაში პირველად დაარტყეს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ძვირადღირებული დანადგარებით აღჭურვილ ამ თვითმფრინავებთან ერთად ყირიმში დაარტყეს მი-8 ტიპის კიდევ ერთ რუსულ ვერტმფრენს. სამხედრო დაზვერვა ოპერაციის დეტალებს არ აკონკრეტებს.

მსგავსი სიახლეები