გაფრთხილებთ, თუ პოლონეთის საჰაერო სივრცეში კვლავ შეიჭრება რუსული რაკეტა, ან თვითმფრინავი, ჩამოაგდებენ - სიკორსკი რუსეთს

23.09.25 10:29
გაფრთხილებთ, თუ პოლონეთის საჰაერო სივრცეში კვლავ შეიჭრება რუსული რაკეტა, ან თვითმფრინავი, ჩამოაგდებენ - სიკორსკი რუსეთს

რუსეთის მიერ პოლონეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეების დარღვევა საფრთხის შემცველია და ეს იმ ჰიბრიდული ომის გაგრძელებაა, რომელსაც რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ წლებია აწარმოებს - ეს განცხადება პოლონეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკის გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს პასუხისმგებლობაა, გააგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ ასეთი პროვოკაციების მიღება არ მოხდება და არც რეაგირების გარეშე არ დარჩება.

სიკორსკი რუსეთს აფრთხილებს,იმ შემთვევაში, თუ პოლონეთის საჰაერო სივრცეში კვლავ შეიჭრება რუსული რაკეტა, ან თვითმფრინავი, მას ჩამოაგდებენ.

რუსეთის წარმომადგენლებს უნდა ვუთხრა: ვიცით, რომ არ გაინტერესებთ საერთაშორისო სამართალი და არ შეგიძლიათ მშვიდობიანად იცხოვროთ მეზობლებთან. თქვენი გიჟური ნაციონალიზმი შეიცავს ბატონობის სურვილს, რომელიც არ შეწყდება მანამ, სანამ არ გააცნობიერებთ, რომ იმპერიების ხანა დასრულდა და თქვენი იმპერია არ აღდგება. ყოველი დრონით თავდასხმა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გმირები ახორციელებენ, ღმერთმა დალოცოს ისინი, ამ დღეს აახლოებს. თქვენი სამდღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკვე ათი წელია დონბასის დაპყრობასაც კი ვერ ახერხებს. მაგრამ რუსეთის კრიმინალური, კატასტროფული შეცდომების პოტენციალი კვლავ არსებობს თქმით, თუ პოლონეთის საჰაერო სივრცეში კვლავ შეიჭრება რუსული რაკეტა, ან თვითმფრინავი, ჩამოაგდებენ.

რუსეთის მთავრობისადმი მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს. თუ კიდევ ერთი რაკეტა ან თვითმფრინავი შემოვა ჩვენს სივრცეში ნებართვის გარეშე, განზრახ ან შეცდომით, და ჩამოაგდებენ და ნამსხვრევები ნატო-ს ტერიტორიაზე მოხვდება, გთხოვთ, ნუ მობრძანდებით აქ ამის გამო წუწუნისთვის. გაფრთხილებული ხართ", - განაცხადა სიკორსკიმ.