"კიბოს მკურნალობას გავდივარ“ - მარგარიტა სიმონიანი

23.09.25 10:29
"კიბოს მკურნალობას გავდივარ“ - მარგარიტა სიმონიანი

 მალე პარიკებში მნახავთ - კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი საკუთარ Telegram არხზე წერს, რომ კიბოს ებრძვის. 

„სიამოვნებით დავწერდი, რომ კარგად ვარ, მაგრამ ვცდილობ, არასდროს მოვიტყუო. ტიგრანი ჯერ კიდევ კომაშია, მე კი კიბოს მკურნალობას გავდივარ. რა არის ამაში კარგი? მალე პარიკებში მნახავთ. ერთად ავირჩევთ, რომელი გვიხდება ყველაზე მეტად” – წერს მარგარიტა სიმონიანი.

მარგარიტა სიმონიანის დიაგნოზის შესახებ ცნობები რუსულ მედიაში აქამდეც ვრცელდებოდა. მან ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში თქვა, რომ მკერდის ოპერაციისთვის ემზადებოდა. ამავე გადაცემაში მან ახსენა, რომ მისი მეუღლე ტიგრან კეოსაიანი, ცხრა თვეა კომაშია.

მსგავსი სიახლეები