ტრამპი: ომის დასრულება მარტივი მეგონა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა

23.09.25 19:21
ტრამპი: ომის დასრულება მარტივი მეგონა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განაცხადა, რომ არ ელოდა რუსეთ–უკრაინის ომის დარეგულირების ასეთ სირთულეს. მისი თქმით, ომი, რომელიც „სამ დღეში უნდა დამთავრებულიყო“, უკვე სამი წელიწადნახევარია გრძელდება და ორივე მხარე ყოველ კვირას ათასობით ჯარისკაცს ჰკარგავს.

ტრამპმა გააკრიტიკა ინდოეთი და ჩინეთი, ასევე ნატოს ზოგი წევრი ქვეყანა, რომლებიც კვლავაც ყიდულობენ რუსულ ენერგომატარებლებს. მისი თქმით, ეს ფაქტობრივად „ომის დაფინანსებაა საკუთარი თავის წინააღმდეგ“.

„მე ვფიქრობდი, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულება ყველაზე მარტივი საქმე იქნებოდა, მაგრამ ომში არასდროს იცი, რა მოხდება... ყველა ფიქრობდა, რომ რუსეთი ამ ომს სამ დღეში მოიგებდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. ეგონათ, რომ ეს უბრალოდ სწრაფი შეტაკება იქნებოდა. რუსეთი კარგად არ გამოიყურება, ეს მათ ცუდად წარმოაჩენს. ის, რაც რამდენიმე დღეში უნდა დამთავრებულიყო, გრძელდება უკვე სამ წელიწადნახევარია და ყოველ კვირას ორივე მხარე ჰკარგავს 5 000-დან 7 000-მდე ახალგაზრდა ჯარისკაცს, ძირითადად ჯარისკაცებს, ასევე ქალაქების მოსახლეობას,“ – განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი არ დადებს სამშვიდობო შეთანხმებას, აშშ მზად არის დააწესოს მასიური ტარიფები, ხოლო ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, ანალოგიური ნაბიჯები გადადგან.

მსგავსი სიახლეები