ტრამპი: შვიდ თვეში შვიდი ომი დავასრულე, გაერო კი არაფერს აკეთებდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომ შვიდ თვეში შვიდი ომი დაასრულა, თუმცა ამ პროცესში გაერო მონაწილეობას საერთოდ არ იღებდა.
ტრამპის თქმით, „გაეროსგან არ მიუღია არცერთი დახმარების შეთავაზება, მხოლოდ გაფუჭებული ტელესუფლერი და ესკალატორი“.
მისი განცხადებით, გაერო ძლიერ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ რეალური ქმედებები არ მოჰყვება. „ომების პრობლემას მხოლოდ მოქმედება წყვეტს,“ – აღნიშნა მან და დაამატა, რომ ავრაამის შეთანხმებების მიღწევაც მისი ადმინისტრაციის დამსახურებაა, თუმცა აშშ ამისთვის დაფასებას ვერასდროს მიიღებს.