ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეს დაარღვევენ

23.09.25 23:41
 ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეს დაარღვევენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეს დაარღვევენ.

შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს მედიასთან საუბარში გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ჩამოაგდონ თუ არა NATO-ს ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები თუ დრონები, ტრამპმა განაცხადა:

“კი, ასე მგონია”.

თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია შეუერთდება თუ არა აშშ საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების ძალისხმევებს.

“გარემოებაზეა დამოკიდებული. მაგრამ, როგორც იცით, ძალიან მყარად ვართ ნატოს მიმართ” , - განაცხადა ტრამპმა.