მედია: უკრაინულმა დრონებმა ერთ კვირაში მეორე დაარტყეს „გაზპრომის“ ქარხანას ბაშკირეთში
უკრაინულმა დრონებმა ერთ კვირაში მეორე დაარტყეს „გაზპრომის“ ქარხანას ბაშკირეთში - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქ სალავატში დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა.
„ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მეორედ, დრონები ჩაფრინდნენ ბაშკორტოსტანში და „გაზპრომ ნეფტეხიმ-სალავატს“ დაარტყეს. ეს არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობქიმიური ქარხანა. ის აწარმოებს 150 სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის საავტომობილო ბენზინს, დიზელის საწვავს, მაზუთს, ბიტუმს და პოლიეთილენს“, - განაცხადეს წყაროებმა.
ადგილობრივი დროით დილის 10 საათისთვის ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურის, რადიი ხაბიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატზე“ იყო და „უპილოტოების მორიგი ტერორისტული შეტევა” და „იღებენ ზომებს ხანძრის ჩასაქრობად”.
„გაზპრომის" ამ საწარმოზე დრონებით შეტევა იყო 2025 წლის 18 სექტემბერსაც.