მედია: ნოვოროსიისკზე უკრაინული დრონების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

24.09.25 15:30
მედია: ნოვოროსიისკზე უკრაინული დრონების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ნოვოროსიისკზე უკრაინული დრონების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია ორი ადამიანი, ასევე დაშავებულია 3 პირი. 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. 

გუბერნატორის ინფორმაციით, დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი შენობა, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, ასევე სასტუმროს შენობა.

„ნოვოროსიისკზე კიევის რეჟიმის მიერ საშინელი თავდასხმა განხორციელდა. ქალაქის ცენტრს დღისით დრონები დაესხა თავს. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, - დაწერა კონდრატიევმა სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები